ბორჯომისა და ბაკურიანის სასტუმროს ნომრების ნახევარზე მეტი დაჯავშნილია

საქართველოს კურორტებზე სასტუმროების ნომრებს ძირითადად უცხოელები ჯავშნიან
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ბორჯომსა და ბაკურიანში მდებარე სასტუმროების ნომრების 50%-ზე მეტი საზაფხულო სეზონისთვის უკვე დაჯავშნილია, იუწყება გაზეთი „ახალი თაობა“.

ბაკურიანის სასტუმროების მენეჯერების თქმით, ყველაზე ხშირად ნომრებს უცხოელები ჯავშნიან, თუმცა ზაფხულის სეზონის პერიოდში ისინი აქტიურობას საქართველოს მოქალაქეების მხრიდანაც ელოდებიან.

საქართველოს რეგიონებში 37 ახალი სასტუმრო აშენდება

სამცხე-ჯავახეთში დასვენების მსურველთაგან ყველაზე მეტია ისრაელის მოქალაქე. მათ მოსდევენ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები, აღნიშნეს რეგიონის სასტუმროებში.

შემდეგ მოდის იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები. აქტიურობენ კორეისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები.

უცხოელები ნომრებს ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯავშნიან. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, სასტუმროს მენეჯერის თქმით, ყოველ წელს ივლის-აგვისტოში დამსვენებელთა 90% საქართველოს მოქალაქეები არიან.

კარასინი: რუს ტურისტებს შორის საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება

რაც შეეხება ბორჯომის სასტუმროებს, აქ ივნისში ნომრების 75% დაჯავშნეს, ივლისში — 45%, აგვისტოში — 40%. აქ აქტიურობენ ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, გერმანიის, ჩინეთის, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის მოქალაქეები.
გარდა ამისა, წელს ყველაზე აქტიურები ემიგრანტი ქართველები აღმოჩნდნენ, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. სასტუმროების მენეჯერების თქმით, ისინი ნომრებს რუსეთიდან საქართველოში მცხოვრები ნათესავებისთვის ჯავშნიან.