საქართველოს რეგიონებში 37 ახალი სასტუმრო აშენდება

© Sputnik / Alexander Imedashviliკერძო სასტუმრო სოლოლაკში
კერძო სასტუმრო სოლოლაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმროები საქართველოს ყველა რეგიონში აშენდება.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს რეგიონებში 2018-2019 წლებში 37 ახალი სასტუმრო აშენდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

2017 წლის მონაცემებით, ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 108 მილიონი ლარი შეადგინა.

მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
ტურიზმი საქართველოში: ხელისუფლება ხელს უწყობს სასტუმროების მშენებლობას

სასტუმროები აშენდება ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სამ კომპონენტს გააერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს. სააგენტოს შემადგენლობაში შევიდა უამრავი პროექტი, მათ შორის, "ერთიანი აგროპროექტი" და "სტარტაპ საქართველო".

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" 2016 წელს დაემატა.

ყველა ახალი ამბავი
0