ტურიზმი საქართველოში: ხელისუფლება ხელს უწყობს სასტუმროების მშენებლობას

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ გამოყო სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ტერიტორიები, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ ბიზნესმენებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ აუქციონზე ქვეყნის სხვადასხვა ადგილზე მდებარე ახალი ობიექტები გაიტანა, სადაც მომავალში, პირობების თანახმად, სასტუმროები უნდა აშენდეს.

საქართველოში ბოლო წლებში ტურისტული სფერო დინამიკურად ვითარდება, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში.

ტურისტების ნაკადის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება მათი განთავსების ადგილებზე. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება.

სასტუმრო Radisson - Sputnik საქართველო
გასულ წელს საქართველოს სასტუმროებმა 2,5 მილიონ სტუმარს უმასპინძლა

სასტუმროების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უკვე ერთი წელია ახორციელებს პროექტს „50 ობიექტი შენი სასტუმროსთვის".

პროექტი ინვესტორებს სასტუმროების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის სთავაზობს სახელმწიფო ქონებას — მიწის ნაკვეთებს შენობა-ნაგებობებით, რომლებიც ქვეყნის ტურისტულად აქტიურ რეგიონებშია განთავსებული.

პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული აუქციონები ტურისტულად პოპულარულ ადგილებზე — თბილისში უზნაძის ქუჩაზე, აჭარაში — ციხისძირში, ასევე ყვარელსა და სურამში.

აუქციონის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0