თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ბორჯომსა და ბაკურიანში მდებარე სასტუმროების ნომრების 50%-ზე მეტი საზაფხულო სეზონისთვის უკვე დაჯავშნილია, იუწყება გაზეთი „ახალი თაობა“.
ბაკურიანის სასტუმროების მენეჯერების თქმით, ყველაზე ხშირად ნომრებს უცხოელები ჯავშნიან, თუმცა ზაფხულის სეზონის პერიოდში ისინი აქტიურობას საქართველოს მოქალაქეების მხრიდანაც ელოდებიან.
სამცხე-ჯავახეთში დასვენების მსურველთაგან ყველაზე მეტია ისრაელის მოქალაქე. მათ მოსდევენ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები, აღნიშნეს რეგიონის სასტუმროებში.
შემდეგ მოდის იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები. აქტიურობენ კორეისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები.
უცხოელები ნომრებს ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯავშნიან. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, სასტუმროს მენეჯერის თქმით, ყოველ წელს ივლის-აგვისტოში დამსვენებელთა 90% საქართველოს მოქალაქეები არიან.