მაიმუნმა გადაიხარხარა და დაიბადა... ადამიანი

ხანდახან მხოლოდ გამბედაობა საკმარისი არ არის, თავხედობაც საჭიროა...
Sputnik

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ პოლონელი პოეტის, ფილოსოფოსის, სატირიკოსი მწერლისა და ავტორის, სტანისლავ ეჟი ლეცის (Stanisław Jerzy Lec, 1909-1966) აფორიზმებს.

მაიმუნმა გადაიხარხარა და დაიბადა... ადამიანი

• როდესაც მაიმუნმა გადაიხარხარა, და სარკეში თავისი თავი დაინახა, დაიბადა ადამიანი.

• გამოუვალს ისეთ მდგომარეობას ვუწოდებთ, რომლიდან გამოსავალიც არ მოგვწონს.

მოკვდე რაიმეს გამო – იოლია, იცოცხლო – რთული

• ადამიანები მარტონი არიან, რადგან ხიდების ნაცვლად კედლებს აშენებენ.

• კანონის უცოდინრობა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. აი, კანონის ცოდნა კი — არცთუ იშვიათად ათავისუფლებს.

• აი, გაიტანე კიდეც თავით კედელი… და რას გააკეთებ მეზობელ კამერაში?

• სწორხაზოვნებო! ფრთხილად იყავით მოსახვევებში.

• არასდროს გაუღო კარი მას, ვინც კარს შენი ნებართვის გარეშეც აღებს.

• სათავეს რომ მიაღწიო, დინების საწინააღმდეგოდ უნდა იცურო.

• იყავით თვითნასწავლი, ნუ დაელოდებით, სანამ ცხოვრება გასწავლით.

ნამდვილი სიყვარული ისაა, რომელიც მრავალწლიან არა განშორებას, არამედ სიახლოვეს უძლებს

• ყოველ ჯერზე, როცა ვამბობ „დიახ", წინასწარ ვხედავ, რამდენი „არა" დამიჯდება ეს.

• ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ ნათლად გამოხატული სრულფასოვნების კომპლექსი მიჩნდება.

• მოდით, ვიყოთ ადამიანები მანამდე მაინც, სანამ მეცნიერება არ აღმოაჩენს, რომ რაღაც სხვა ვართ.

• იტირეთ ცრემლებამდე! ეს აწყობს როგორც ოპტიმისტებს, ისე პესიმისტებს.

• ნუ ჰკითხავ ღმერთს სამოთხისკენ მიმავალ გზას — ის ყველაზე რთულ გზას გიჩვენებს.

• ხანდახან მხოლოდ გამბედაობა საკმარისი არ არის, თავხედობაც საჭიროა.

• ნუ უწოდებ ნივთებს თავის სახელს, თუ მათი გვარი არ იცი.

• ისტორიის ტყუილისგან გაწმენდის შემდეგ აუცილებელი არ არის, სიმართლე დარჩეს, ხანდახან საერთოდ არაფერი რჩება.

• საუბრის ხელოვნება რომ გაიზარდოს, შობადობა შემცირდება.

თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო...

• იმედი ხედავს უხილავს, გრძნობს მიუწვდომელსა და აკეთებს შეუძლებელს.

• შეიძლება, მუზას მართლა ყველასთან სძინავს, მაგრამ შთამომავლობა მხოლოდ ერთეულებთან ჰყავს!

• ხანდახან გუბეც სიღრმის შთაბეჭდილებას ქმნის.

• თუ ცოლი გეუბნება: „რქიანო ეშმაკო!", ეშმაკს გულთან ახლოს ნუ მიიტან, მაგრამ რქებზე დაფიქრდი.

• დაფნა ხანდახან თავში ფესვებს უშვებს.

• მონების ოცნება: ბაზარი, სადაც თავისთვის ბატონების ყიდვა შეიძლება.

• ცხოვრება მავნებელია. ამისგან კვდებიან.

• ყოველთვის მოიძებნებიან ესკიმოსები, რომლებიც ეკვატორული აფრიკის მოსახლეობას ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ საშინელი სიცხის დროს.

ყველაზე ხანმოკლე მარადიულობა, ანუ ვის სჭირდება ბანალური „მიყვარხარ"?

• იქ, სადაც უნისონში მღერიან, სიტყვებს მნიშვნელობა არა აქვს.

• ლამაზი ტყუილი? ყურადღება! ეს უკვე შემოქმედებაა.

• ისტორია მეორდება, რადგან არ გვყავს ისტორიკოსები, რომელთაც ფანტაზიის უნარი გააჩნიათ.

• სულელი — ესაა ადამიანი, რომელიც თავს ჩემზე ჭკვიანად მიიჩნევს…

• რაც უფრო ბნელა, მით უფრო ადვილია, ვარსკვლავი იყო.