ვირტუალური რეალობა თუ რეალური სამყარო: VR ტექნოლოგიების ახალი ეპოქა

გამოწერა
ჩვენს დროში ტექნიკა იმდენად განვითარდა, რომ შეიძლება ითქვას მომავალში ვცხოვრობთ. ამის ნათელი მაგალითია VR ტექნოლოგიები, რომელიც რეალობას და ვირტუალურ სამყაროს აერთიანებს

რას იფიქრებდით თუ გეტყოდით, რომ სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში შეგიძლიათ იმოგზაუროთ? არ დამიჯერებდით არა? არადა არაფერსაც არ გატყუებთ. სპეციალური სათვალის მორგება და რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი მოსაწყენი ცხოვრებიდან  სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდეთ.

ეს ყველაფერი VR ტექნოლოგიების დახმარებით ისეთივე მარტივია, როგორც ამ სტატიის წასაკითხად ინტერნეტში შესვლა.

არა მგონია ვინმესთვის სიახლე იყოს VR-ი თუმცა მაინც შევეცდები მოკლედ ავხსნა თუ რას წარმოადგენს ტექნიკის ეს მიღწევა.

მულტიმედიური გამოფენა „Immagica. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში - Sputnik საქართველო
ვირტუალური მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში: თბილისში მულტიმედიური გამოფენა გაიხსნა

VR - ანუ ვირტუალური რეალობა, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით სამგანზომილებიანი ვირტუალური სამყაროს მოდელირებას გულისხმობს. ვირტუალურ სამყაროში „მოხვედრა“ სპეციალური ჩაფხუტის მეშვეობით ხდება, რომელიც ჩაფხუტში ჩამაგრებულ მომცრო ზომის ეკრანზე კომპიუტერის მიერ მოდელირებულ სამგანზომილებიან გამოსახულებას აჩვენებს. გამოსახულება ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ თითქოსდა კომპიუტერის მიერ შექმნილ სამყაროში იმყოფებით, ხოლო კარგი ყურსასმენების დახმარებით მოსმენილი ხმები კი ამ შეგრძნებას ბევრად უფრო აძლიერებს. 

ამ მოწყობილობის წყალობით შეგიძლიათ მოხვდეთ ნებისმიერ ადგილას, დაათვალიეროთ უცხო ქვეყნები, დატკბეთ პეიზაჟებით, გაფრინდეთ კოსმოსში, იბრძოლოთ თქვენი საყვარელი თამაშის პერსონაჟის მხარდამხარ ან სულაც თქვენი თავით ჩაანაცვლოთ ეს პერსონაჟი.

პირველი vr კომპიუტერი ამერიკელმა კინორეჟისორმა და მომავალში ვირტუალური რეალობის მამად წოდებულმა მორტონ ჰეილიგმა ჯერ კიდევ 1957 წელს შექმნა. მისი სახელი სენსორამა იყო.

ვირტუალური რეალობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ვირტუალური რეალობის პირველი ლაბორატორია გაიხსნა

მოწყობილობა თავის დროს ბევრად უსწრებდა. კომპიუტერი არა მხოლოდ ხმისა და ვიზუალის არამედ სუნის სიმულაციასაც ახდენდა. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც კომპიუტერული ტექნიკა სულ რაღაც 21 წელს ითვლიდა და კიდევ არ იყო ხალხში საკმარისად პოპულარული, მორტონმა შექმნა მოწყობილობა რომელიც აღჭურვილი იყო 3D გამოსახულებისთვის განკუთვნილი ეკრანით, დიდი სტერეო სისტემით, სუნის გენერატორებით, ვენტილატორებით - ქარის ეფექტის შესაქმნელად და მოძრავი სკამით. მოწყობილობას მართლაც შეეძლო, რომ ბოლომდე გაეხადე ფილმის მონაწილე. 

მორტონმა ასევე სპეციალურად სენსორამასთვის განკუთვნილი ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: მოტოციკლი, მუცლით მოცეკვავე, თვითმფრინავი, პაემანი საბინასთან და მე ვარ კოკა-კოლის ბოთლი გადაიღო.

ცოტა ხანში VR ტექნოლოგიებში ძალები ისეთმა წამყვანმა კომპიუტერული თამაშების დეველოპერმა კომპანიებმა ცადეს როგორებიც იყვნენ Sega და Nintendo. მაგრამ მათი ყველა მცდელობა ვირტუალური რეალობის თამაშებთან დაკავშირებისა კრახით დამთავრდა. ასეთი სიჩქარით განვითარებისთვის მაშინ არც კომპანიები და არც საზოგადოება არ იყო მზად.

Facebook - Sputnik საქართველო
Facebook-ი „ვირტუალური რეალობის“ შექმნაზე იწყებს მუშაობას

დროსთან ერთად VR ტექნოლოგიების განვითარებამ პიკს მიაღწია. 2012 წელს სტარტაპის სახით პლატფორმა Kickstarter-ზე გამოჩნდა კომპანია Oculus. რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე დღეში ინვესტიციის სახით 2,500,000 დოლარი მოიპოვა. მისმა დახვეწილმა დიზაინმა და ახალმა შესაძლებლობებმა ისევ გაუღვივა სურვილი დიდ კომპანიებს სათავისოდ გამოყენებინათ ვირტუალური რეალობა და 2014 წელს Oculus-ი კომპანია Facebook-მა 2 მილიარდ დოლარად შეიძინა.

ვირტუალური რეალობის განვითარების კუთხით არც საქართველო ჩამორჩენია მსოფლიოს. ჩვენს ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს სხვადასხვა სათამაშო ზონები სადაც მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიხვიდეთ და ისიამოვნოთ ვირტუალური რეალობის უსაზღვრო შესაძლებლობებით. ამ ტექნოლოგიებით საქართველოს მთავრობაც დაინტერესდა. 2019 წელს დედაქალაქის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით, კომპანია VREX Immersive-მა, თბილისის მერიის დაკვეთით ვირტუალური რეალობის აპლიკაცია Virtual Tbilisi შექმნა.

აპლიკაცია ტურისტებს და არა მარტო მათ საშუალებას მისცემს დედაქალაქის 22 ტურისტული ლოკაცია 3D ფორმატში დაათვალიერონ. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად გაისეირნონ რიყის საბაგიროზე, ფუნიკულიორზე, დაათვალიერონ თბილისის ქუჩის მხატვრობა და მრავალი სხვა. აპლიკაცია უფასოა და მისი გადმოწერა ნებისმიერ მსურველს Android Play Store და Oculus Go App Store პლატფორმებიდან შეუძლია.  

ზოგადად ტექნოლოგიას ადამიანების განვითარებაში დიდი როლი რომ უჭირავს ეს ახალი არავისთვისაა. ამ მხრივ არც VR მოწყობილობებია გამონაკლისი. გარდა იმისა, რომ VR-ი ძალიან სახალისოა თამაშებისას, მას აქტიურად გამოიყენებენ საგანმანათლებლო, ტურისტულ, სამხედრო, სამედიცინო და სამეცნიერო სფეროებში.

ამგვარი ტექნოლოგიების წინსვლამ ადამიანებს შეუძლებლის შესაძლებლობა მისცა. მაგალითად ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ გაუცოცხლეს შვილმკვდარ დედას 7 წლის შვილი VR მოწყობილობების დახმარებით. ვიდეო ნამდვილად სულისშემძვრელი და გულის ამაჩუყებელი იყო, მაგრამ რეალურად იქ კარგად არის ასახული ვირტუალური რეალობის ყველაზე ცუდი მხარე. ვიდეოს მონაწილეს თითქოსდა იმ მომენტში რეალობის შეგრძნება ქონდა დაკარგული. თითქოს დედა ვერც ხვდებოდა, რომ მალე ჩაფხუტის მოხსნა მოუწევდა და დაბრუნდებოდა რეალობაში სადაც თავისი გოგონა გვერდით აღარ ეყოლებოდა. ამის გამო მას შეიძლებოდა ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმაც კი მიეღო. რაც დამეთანხმებით რომ ბევრი მენტალურად არასტაბილური ადამიანისთვის შეიძლება გახდეს დიდი პრობლემა VR-ის არასწორად მოხმარების შემთხვევაში.

ვირტუალური რეალობა - Sputnik საქართველო
VR-ტექნოლოგებმა დედა გარდაცვლილ შვილს შეახვედრეს – სულის შემძვრელი ვიდეო

ასეთი პრობლემები უფრო გლობალურად რომ განვიხილოთ: საზოგადოების დიდი ნაწილი ისედაც ადვილად ხდება დამოკიდებული ტექნიკაზე,  ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება როდესაც თითოეულ ჩვენგანს შეგვეძლება შევქმნათ ჩვენს თავზე მორგებული იდეალური სამყარო. ალბათ იქაურობის აღარასოდეს დავტოვებთ. შესაბამისად რეალური ცხოვრების ვირტუალურით ჩანაცვლება ყველაზე დიდი საფრთხეა, რაც კი შეიძლება ამ ტექნოლოგიას ახლდეს. თუმცა ჯერ-ჯერობით ეს საფრთხე ნაკლებად დგას, ადამიანები VR-ის შესაძლებლობებს ძირითადად მხოლოდ უკეთესობისკენ შესაცვლელად იყენებენ ხოლო რა მოხდება მომავალში ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0