თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. კომპანია Facebook–ში ახალმა განყოფილებამ დაიწყო მუშაობა, რომელიც სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი პროექტის, „ვირტუალური რეალობის“ (VR) რეალიზაციით დაკავდება, — იუწყება РИА Новости კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
„ჩვენ შევკრიბეთ გუნდი, რომელიც ვირტუალურ რეალობაში სოციალური ურთიერთობის შესწავლაზე იქნება ფოკუსირებული. ეს გუნდი გამოიკვლევს, თუ როგორ დაეკონტაქტებიან მომხმარებლები ერთმანეთს და როგორ გაცვლიან მონაცემებს „ვირტუალური რეალობის“ ტექნოლოგიის გამოყენებით“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
წერილიდან ირკვევა, რომ კომპანია Samsung–ის ტექნოლოგიის წყალობით, როგორიცაა პლატფორმა Gear VR, ანუ „ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი“, შეგვიძლია ხელიც შევახოთ და შევიგრძნოთ კიდეც „ვირტუალური რეალობა“. ეს პლატფორმა გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში გამოვიდა და ამ დროისათვის უკიდურესად პოპულარულია.
„მომავალში „ვირტუალური რეალობა“ კავშირის კიდევ უფრო მეტი სახეობის გამოყენების საშუალებას მოგვცემს. მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მეგობრებს ისეთ შეგრძნებას გაუჩენს, რომ თითქოს მართლაც გვერდიგვერდ არიან და დროს ერთად გაატარებენ“, — აცხადებს „ფეისბუქი“.
გუნდი Oculus–თან და კომპანია „ფესიბუქის“ სხვა ჯგუფებთან ერთად იმუშავებს.