ვირტუალური მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში: თბილისში მულტიმედიური გამოფენა გაიხსნა

© photo: MESGeorgia / FBმულტიმედიური გამოფენა „Immagica. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში"
მულტიმედიური გამოფენა „Immagica. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით იტალიური ფერწერისა და სკულპტურის ნიმუშების დათვალიერებას შეძლებენ

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებლებს იწვევს თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ მულტიმედიურ გამოფენაზე სახელწოდებით „Immagica. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში“.

ექსპოზიცია, რომელიც მუზეუმში პარასკევს გაიხსნა, სტუმრებს XIV-XIX საუკუნეების იტალიური ფერწერისა და ქანდაკების შედევრების სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს.

„IMMAGICA არის შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობა დროში. ეს არის ხმის, განათების, იმერსიული გამოსახულებებისა და მულტიმედიის ერთობლიობა; ხელოვნების აღმოჩენა ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით; შთაბეჭდილებების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების ახლებური ხერხი; ყველასთვის გასაგები, ხელმისაწვდომი და, ამავე დროს, მეცნიერული თვალსაზრისით ზედმიწევნით ზუსტი ენა“, – აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

ცისფერი გალერეა - Sputnik საქართველო
თბილისში მიქელანჯელოს გრაფიკულ ნამუშევრებს გამოფენენ

გამოფენაზე დამთვალიერებელი, პროექციების საშუალებით, იხილავს ისეთი ხელოვანების ნამუშრევრებს როგორიცაა: ჯოტოს „მაესტა დი ონისანტი" და სკროვენის კაპელის ფრესკები, ლეონარდო და ვინჩის „ხარება", ბოტიჩელის „ვენერას დაბადება" და „გაზაფხული", რაფაელის „მადონა ჩიტბატონათი", ბელოტოს „სან მარკოს მოედანი" და „კასტელო სფორცესკო", კანალეტოს „იტონის კოლეჯის კაპელა", კანოვას „ამური და ფსიქეა" და „სამი გრაცია". 

როგორც ეროვნულ მუზეუმში აღნიშნავენ, Immagica–ს მომზადებისას ორგანიზატორებმა გამოიყენეს VR (ვირტუალური რეალობა) ტექნოლოგიები. სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სენსორული ეკრანების საშუალებით შესაძლებლობას იძლევა, სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების დეტალები იხილოს.

თბილისში იტალიელი ფერმწერის ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნება>>

ამასთან ერთად, დამთვალიერებლები პარალელურ რეჟიმში შეძლებენ აუდიოგიდის მომსახურებით სარგებლობას და დათვალიერებისას კლასიკური მუსიკის მოსმენას.

პროექტი მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. გამოფენა მთელი ზაფხულის განმავლობაში, 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0