10:00 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
128 0 0

წყალმომარაგების ახალ ხაზზე გადართვა ვაშლიჯვრის ფერდობზე მაგისტრალური წყალსადენების მეწყრული პროცესებისგან დაცვის მიზნით ხორციელდება.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისელების ნაწილი ახალ ხაზზე გადართვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დარჩება უწყლოდ 24 საათით, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანიის Georgian Water and Power (GWP) განცხადებაში.

მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში მაგისტრალური წყალსადენების მეწყრული პროცესებისგან დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით წყალგამანაწილებელი კომპანია 6-7 აპრილს ისევ ჩაატარებს ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოებს. ამ სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია წყლის გადაკეტვა და მაგისტრალური ქსელის დაცლა.

„იმისთვის, რომ მაგისტრალური ქსელი მაქსიმალურად იყოს დაზღვეული დაზიანებისგან და საფრთხე არ შეექმნას დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას, კომპანია თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

6 აპრილის ღამის 23:00 სთ-დან 7 აპრილის საღამოს 19:00 სთ-მდე წყალმომარაგება დროებით შეუწყდება ვაკე-საბურთალოს რაიონში:

გელოვანის გამზირს, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ლვოვის ქუჩების ნაწილს, ზაქარიაძის ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის I-V მ/რ-ებს, რამაზ ჩხიკვაძის, მინდელის, შავგულიძის, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ძოწის, პოლიტკოვსკაიას,  თავხელიძის, დელისის, თვალჭრელიძის და მიმდებარე ქუჩებს, თხინვალას I და II აგარაკებს, წყნეთის გზატკეცილს, უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდ დიღომში: მუხათგვერდის, ფერაძის, ციციშვილის, ძნელაძის, სოლოღაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; დიღომი 7-ს.

როდის მოეწყობა წყალარინების ქსელი მუხიანსა და დიღომში: კალაძის პასუხი >>

წყალმომარაგება შეუწყდება აგრეთვე ზაჰესის დასახლებას, ქალაქ მცხეთას, ნატახტარს, წიწამურს და წეროვანის დასახლებას.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით – 2 93 11 11. ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

 

მთავარი თემები