00:12 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (260)
44 0 0

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. დიღომსა და მუხიანში წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ქალაქის თავის თქმით, იმისათვის, რომ დიღომი მთლიანად ჩაერთოს სისტემაში, საჭიროა გარკვეული დრო, რადგან ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია.

„იცით, რომ სოფელ დიღომში წყალარინების ქსელი არ არსებობდა და მისი მოწყობა ორი წლის წინ დავიწყეთ. ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი და მთელი ტერიტორიის დაქსელვას გარკვეული დრო დასჭირდება. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მისამართზე სამუშაოები უკვე განხორციელდა და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, გასულ წელს ასეთი ტიპის სამუშაოები რამდენიმე მისამართზე სრულდებოდა, მათ შორის, ნაწილობრივ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, ასევე როსტევანის და კვირაცხოვლის ქუჩებზე.

„ამ დროისათვის წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის გავლით გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე ხორციელდება. სამუშაოები ბელიაშვილის ქუჩის მონაკვეთში უკვე დასრულებულია, ხოლო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით კვლავ გრძელდება“, – აღნიშნა კალაძემ.

მერის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება მუხიანის აგარაკებზე, სადაც წყალარინების ქსელში 141 ოჯახი ჩაერთვება.

თემები:
თბილისის მერია (260)

მთავარი თემები