03:36 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (359)
6410

პროექტის ფარგლებში უკვე 1.500-ზე მეტი ოჯახის განაცხადი დაკმაყოფილდა. დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება და  მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 27 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცა>>

კახა კალაძის თქმით, ამ სოციალური პროგრამით უკვე 1500-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა.  

„ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. მსგავს ოჯახებს მაქსიმალურად დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით“, – თქვა კალაძემ. 

თბილისის მერის განცხადებით, მათ, ვისაც ფართების დაკანონების ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართონ საკუთარი რაიონის გამგეობებს, სადაც დეტალურად აუხსნიან და მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა ამისთვის შესაგროვებელი.

საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.

„კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობები. ჩვენ ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, იმ ადამიანებს ვეხმარებით, რომელთაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მერიას აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 6-7 მილიონი ლარი იხარჯება იმ ოჯახების დასახმარებლად და იჯარის გადასახდელად, ვისაც სახლი არ აქვს და სოციალურად შეჭირვებულია.

დედაქალაქის მერია კვლავ განაგრძობს წლობით დაუკანონებელი ფართების მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესს, რათა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა შეძლოს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართის, ბინის საკუთრებაში მიღება.

თემები:
თბილისის მერია (359)

მთავარი თემები