04:51 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
129 0 0

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი დღეს საღამოდან ხვალ დილამდე გადაკეტილი იქნება

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო, იუწყება თბილისის მერია.

ამ ეტაპზე, მთავარი ნაძვის ხისა და რუსთაველის გამზირზე განთავსებული კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან 21 იანვრის 07:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

წელს თბილისში საახალწლოდ ულამაზესი ილუმინაციები დამონტაჟდა. მიუხედავად იმისა, რომ 21:00 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებდა, ქალაქის მცხოვრებლები მაინც ჩერდებოდნენ საახალწლო ინსტალაციებთან და მათ ფონზე სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.

© Sputnik / STRINGER
როგორ მორთეს თბილისი ახალი წლისთვის - დრონით გადაღებული ლამაზი ვიდეო კადრები

მთავარი თემები