რას სთავაზობს კალაძე იმ მესაკუთრეებს, ვის მიწებსაც ზონის სტატუსი გაუუარესდა

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიაში შექმნილია კომისია, რომელიც იმ მოქალაქეების განცხადებებს განიხილავს, ვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსაც ახალი გენერალური გეგმის ფარგლებში ზონის სტატუსი გაუუარესდა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. მესაკუთრეებმა, რომელთა მიწის ნაკვეთებსაც გენგეგმით ზონის სტატუსი გაუუარესდა, თბილისის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას უნდა მიმართონ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი დედაქალაქის საკრებულომ 2019 წელს დაამტკიცა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია

როგორც კალაძემ აღნიშნა, არსებობდა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლის მესაკუთრეს 2019 წლამდე ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა ტიპის მშენებლობა განეხორციელებინა, თუმცა 2019 წელს მიღებული გენგეგმის ფარგლებში, რომელიც ქალაქის პრიორიტეტებიდან გამომდინარეობდა, ზონა შეიცვალა და თუ გუშინ დაშვებული იყო მშენებლობა, მოხდა ზონის ცვლილება და ზოგიერთ ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა, ზოგს - ლანდშაფტური, ზოგს სატყეო და ასე შემდეგ.

მერის თქმით, თბილისის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს. კალაძემ მოქალაქეებს, ვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსაც ახალი გენერალური გეგმის ფარგლებში ზონის სტატუსი გაუუარესდა, მოუწოდა, აუცილებლად მომართონ თბილისის მერიას.

„ურბანული სამსახური არქიტექტურის სამსახურთან ერთად გაივლის ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის არსებულ სტატუსს - რა იყო გენგეგმის მიღებამდე და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა, არის თუ არა შესაძლებელი, დაუბრუნდეს ძველი სტატუსი, თუ ეს არ დააზიანებს ქალაქის ურბანულ განვითარებას. თუ ამ თვალსაზრისით პრობლემაა, მზად ვართ, ასეთ შემთხვევაში, ადგილმონაცვლეობა განვახორციელოთ. არც ერთი შემოსული განცხადება პასუხგაუცემელი არ დარჩება“, - თქვა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, რაც შეეხება რეკრეაციული სივრცეებსა და სპორტულ მოედნებს, მათ  ხარჯზე მშენებლობების ნებართვა აღარ გაიცემა.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
კალაძე: მშენებლობების წინააღმდეგი არ ვართ – იგი უნდა იყოს ხარისხიანი

„დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და თბილისზე გული შესტკივა, არ მოსწონდა ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა - კოეფიციენტის გადამეტება, არასწორი სამშენებლო სამუშაოები, ქალაქის არასწორი განვითარება, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობებზე ნებართვების გაცემა. ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, გენგეგმის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა დედაქალაქის მერია კერძო მესაკუთრის ინტერესებს არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს.

ყველა ახალი ამბავი
0