კალაძე: მშენებლობების წინააღმდეგი არ ვართ – იგი უნდა იყოს ხარისხიანი

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქის განვითარება იგეგმება ოთხი მიმართულებით: „კომპაქტური ქალაქი", „მწვანე ქალაქი", „კარგად შეკავშირებული ქალაქი" და „მედეგი ქალაქი".

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქალაქის ურბანული განვითარებისა და მშენებლობის წინააღმდეგი არავინ არის, თუმცა ყველაფერი სწორად და ხარისხიანად უნდა გაკეთდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მშენებლობა უნდა განხორციელდეს. ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად, ხარისხიანად, რათა არ მივიღოთ ისეთი კონკრეტული უბნები, მაგალითად, როგორიცაა სპორტის სასახლის უკან არსებული ტერიტორია, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მთლიანად ქალაქისთვის და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა კალაძემ. 

თბილისის მერიამ ამ მიმართულებით რიგი ცვლილებები განახორციელა. მშენებლები ვალდებული არიან გაითვალისწინონ გამწვანების კომპონენტი, უნდა წარმოადგინონ დენდროლოგიური პროექტი და ამის შემდგომ განახორციელონ იგი, რათა დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს.

კალაძის თქმით, ერთი მხრივ, ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი მწვანე ზონები ალამაზებს ქალაქს და მერია ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ გრძელდება სამართლებრივ აქტებზე მუშაობა. უახლოეს დროში დეველოპერებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული მომავალში ამ მიმართულებით მერიის მხრიდან, რათა მოხდეს ურბანული დაგეგმარების დოკუმენტის მომზადების პროცესის ხელშეწყობა. 

მშენებლობა - Sputnik საქართველო
საქართველოში მშენებლობები შემცირდა – ახალი სტატისტიკა

შემუშავებულია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციას ითვალისწინებს. გენგეგმის თანახმად, საქართველოს დედაქალაქი განვითარდება ოთხი ძირითადი კონცეფციით: „კომპაქტური ქალაქი", „მწვანე ქალაქი", „კარგად შეკავშირებული ქალაქი" და „მედეგი ქალაქი".

გენგეგმის თანახმად, ერთ-ერთი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა. იგეგმება ბუნებრივი რესურსების განვითარება და გარემოზე მავზე ზემოქმედების შემცირება. ამ კუთხით აქცენტი გაკეთდება საფეხმავლო ზონების და ველობილიკების განვითარებაზე მტკვრის სანაპიროებზე, ასევე ქალაქის ირგვლივ მწვანე ბუფერული ზონების განვითარებაზე, დეგრადირებად ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღდგენაზე.

ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საბინაო ფონდის განვითარება. პრიორიტეტული გახდება არა მარტო ქალაქის შიდა ტერიტორიების ათვისება, არამედ მათი ტევადობის გაზრდა განახლებისა და ხელახალი დაგეგმარების ხარჯზე.

გენგეგმა ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ახალ სქემას. იგი დაიყოფა სატრანზიტო, რაიონულ და ლოკალურ სახეობებად.

ყველა ახალი ამბავი
0