თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2020 წლის იანვარი-მარტში საქართველოში ექსპლუატაციაში 419,7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 484 ობიექტი შევიდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ფართობის მოცულობა 38,2%-ით, მათი რიცხვი კი 21,8%-ით შემცირდა.
ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.
რეგიონების ტოპ–5 2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით
რეგიონი | ობიექტების რაოდენობა | წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან % |
თბილისი | 143 | 29,5 |
კახეთი | 61 | 12,6 |
იმერეთი | 59 | 12,2 |
ქვემო ქართლი | 57 | 11,8 |
სამეგრელო–ზემო სვანეთი | 49 | 10,1 |
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ხელისუფლების მუნიციპალური ორგანოების მიერ გაცემულია 2,3 ათასი ნებართვა 1,5 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე.
2019 წელთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 11,4%-ით გაიზარდა, ფართობი კი - 11,6%-ით.
გაცემული ნებართვების საერთო რიცხვიდან 78,3% ოთხ რეგიონზე – თბილისზე, ქვემო ქართლზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის.
რეგიონების ტოპ-5 2020 წლის პირველ კვარტალში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მიხედვით
რეგიონი | ნებართვების რაოდენობა | წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან % |
თბილისი | 1 254 | 54,9 |
აჭარა | 228 | 10,0 |
ქვემო ქართლი | 154 | 6,7 |
იმერეთი | 153 | 6,7 |
მცხეთა–მთიანეთი | 148 | 6,5 |
კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა შენობების მშენებლობაზე – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე, სასტუმროებზე, სავაჭრო ობიექტებზე, ქარხნებზე, სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე და ა.შ. თუმცა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.