05:18 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (272)
75 0 0

„თბილისის ტაქსის“ მძღოლების ტესტირების პროცესზე მონიტორინგს დედაქალაქის მერია და ცენტრალური ხელისუფლება ერთობლივად განახორციელებენ.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ტაქსის ნებისმიერი კატეგორიის მძღოლი ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძე: თბილისში 18 ათასამდე ტაქსის მძღოლს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდება>>

კალაძის თქმით, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან „თბილისის ტაქსის“ როგორც A, ასევე B კატეგორიის მძღოლები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული... როგორც თავად ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს „თბილისის ტაქსის“ როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქში დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ტაქსის დაინფიცირებული მძღოლები მუშაობას განაგრძობდნენ.

ტესტირების პროცესის მონიტორინგს დედაქალაქის მერია და ცენტრალური ხელისუფლება ერთობლივად განახორციელებენ.

ეპიდვითარების გაუარესების გამო 2 დეკემბერს საქართველოში მოქალაქეთა ინტენსიური ტესტირების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის – არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე, ტაქსით მგზავრობა მოქალაქეებს უფრო ხშირად უწევთ და აქ, შესაბამისად, იზრდება ინფიცირების რისკი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (272)

მთავარი თემები