15:09 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
567 0 0

ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ ამ თანხით უნდა ააშენოს საბაგიროს მთლიანი ინფრასტრუქტურა, ხოლო კაბელები და კაბინები მოგვიანებით დამონტაჟდება.

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე საბაგიროს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და 1990 წლის ზაფხულამდე იმუშავა, როდესაც ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.

„უკვე გამოცხადებულიც არის ტენდერი, რომ შევარჩიოთ კომპანია, თუ ვინ განახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. ყველას გვეამაყება ის, რომ ახალი საბაგიროს პროექტი გაალამაზებს თბილისს და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ პროექტით ისარგებლონ“, - განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მერია მზად არის საბაგიროს მშენებლობაზე 7,4 მილიონი ლარი დახარჯოს.

ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ ამ თანხით უნდა ააშენოს საბაგიროს მთლიანი ინფრასტრუქტურა, ხოლო კაბელები და კაბინები მოგვიანებით დამონტაჟდება.

განაცხადების მიღება 13-18 იანვარს განხორციელდება. პროექტი 15 თვეში უნდა დასრულდეს.

საბაგიროსთვის დამატებით დამონტაჟდება ხუთი კოშკურა, აქედან ორი მთის ფერდობზე მოეწყობა.

 

მთავარი თემები