კალაძე: საახალწლო კონცერტის ნახვა მხოლოდ ტელევიზიით იქნება შესაძლებელი

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, სადღესასწაულო ღონისძიებები მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაიმართება

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. 31 დეკემბრის კონცერტის ნახვა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება შესაძლებელი,  ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით აიხსნება, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სადღესასწაულო პერიოდში რამდენიმე კონცერტის გამართვა იგეგმება.

„ახლა, ამ წუთში მიმდინარეობს რეპეტიცია და დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან ისიამოვნებს ყველა, ვინც პირდაპირ ეთერში იხილავს ამ ღონისძიებას. გარდა ამისა, კიდევ გაიმართება რამდენიმე კონცერტი. ამასთან დაკავშირებით მომდევნო დღეების განმავლობაშიც სრულ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა კალაძემ.

საახალწლო ილუმინაციები და ქუჩის განათებები - Sputnik საქართველო
საახალწლო ზღაპარი თბილისის ცენტრში: საახალწლო განათებების ფოტოები

კალაძის განცხადებით, მერია მაქსიმალურად შეეცადა კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ყოფილიყო ჩართული ამ საახალწლო ღონისძიებებში.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის სირთულეები, ყველას ძალიან კარგად გვესმის, თუ რამდენად რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, მოღვაწეობა და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას გვერდში დავუდგეთ და თანადგომა გამოვუცხადოთ ამ რთულ სიტუაციაში“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, მიმდინარე პანდემიის გამო კულტურის სფერო ერთ-ერთია იმ სფეროებს შორის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ამიტომ, გასულ კვირას სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისის მერიას გამოეყო 400 ათასი ლარი, რათა საახალწლო ღონისძიებებში ჩართოს რაც შეიძლება მეტი ხელოვანი ადამიანი.

უფრო ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში კულტურის მოღვაწეების დასახმარებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.

კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
ქართველი ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალ აფეთქებას ელოდებიან

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდა. დიდ ქალაქებში სპეციალური წესებით გაიხსნა სავაჭრო ცენტრები. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კი კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.

ყველა ახალი ამბავი
0