02:06 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2249)
8401

ამ დროისათვის თბილისის მასშტაბით კორონავირუსით აღსაზრდელებისა და თანამშრომლების ინფიცირების გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაგა-ბაღშია შეჩერებული

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ ორი ბაგა-ბაღი დაიხურა, განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.

მისი თქმით, ჯამში ამ დროისთვის თბილისში სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული. ინფიცირებულია 7 აღსაზრდელი და 18 თანამშრომელი.

გვანცელაძის განცხადებით, თბილისში სკოლამდელი დაწესებულების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საკოორდინაციო საბჭოს პრეროგატივაა.

გვანცელაძის თქმით, რამდენიმე დღეში თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლების ტესტირება დაიწყება. პირველ ეტაპზე ტესტს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით თანამშრომელთა 16%-ს აუღებენ, თანდათანობით პროცესში ყველა მათგანი ჩაერთვება. ჯამში საუბარია 11 000 თანამშრომელზე.

„პირველ ეტაპზე ეს იქნება შემთხვევითი შერჩევის მეთოდით და დაახლოებით 16%-ზე არის საუბარი, რომ დავიწყებთ სწორედ მათი ტესტირებით და ამის შემდეგ უკვე აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი გაივლოს ტესტირებას. 11 000 თანამშრომელი, რომელშიც შედის, როგორც აღმზრდელი, ასევე ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისში 187 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდა.

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი დაიხურა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 958-ით გაიზარდა და 16285-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7827 ადამიანი, გარდაიცვალა – 128.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2249)

მთავარი თემები