00:20 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2155)
63 0 0

თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდა. ამჟამად სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 15 ბაღშია შეჩერებული.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის 186-ე საბავშვო ბაღში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2". 

კორონავირუსი გლდანულაში მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელს დაუდასტურდა – ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

„ბავშვის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გუშინ მივიღეთ, ამიტომაც ბაღის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააღმზრდელო პროცესი შევაჩეროთ. კონკრეტულად ის ბავშვი ბაღში ორშაბათის შემდეგ არ ყოფილა. ამ ეტაპზე შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება“, – განაცხადა საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა.

დღევანდელი მონაცემებით, თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან დღემდე დაწესებულებებში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების გამო ჯამში 15 ბაღი დაიკეტა.

დროებით დახურულ დაწესებულებებს შორისაა №186 №36, №99, №89, №53, №4, №29, №153, №35, №16, №21, №72, №93, №190 საბავშვო ბაღები და კერძო ბაღი „ხუთკუნჭულა“.

თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2155)

მთავარი თემები