მომავალი კვირიდან ვაკის პარკის განახლება დაიწყება – რას ითვალისწინებს პროექტი

© photo: Sputnikვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაკის პარკი დედაქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, რომლის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ვაკის პარკში სარემონტო სამუშაოები შემდეგი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერმა აღნიშნა, რომ პარკის განახლების პროექტი გასული წლის განმავლობაში მუშავდებოდა.

თბილისის მერიამ და იუნისეფმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი - Sputnik საქართველო
თბილისი – ბავშვებზე მორგებული ქალაქი

„ამ ხნის განმავლობაში შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზე ბრიტანულმა კომპანიამ „სიბიეს სტუდიოსმა“ პარკის ფუნქციური ზონების პროექტი დაამუშავა იმის გათვალისწინებით, რომ პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, არ შეიცვლება პარკის ისტორიული დაგეგმარება, პირიქით, პროექტის ავტორები მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ პარკის პირვანდელი ისტორიული იერსახე შეენარჩუნებინათ.

ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოების დროს მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და პარკის ინფრასტრუქტურა.

თბილისის დენდროლოგიური პარკი და ვერის ბაღი – რას გეგმავს მერია>>

ვაკის პარკი 1946 წელს გაიხსნა. 2017 წელს ვაკის პარკის ტერიტორია გაფართოვდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ვაკის პარკს კუს ტბის ტერიტორია შემოუერთდა და მისი საზღვრები 18-დან 34 ჰექტრამდე გაიზარდა. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და ანთია მარადიული ცეცხლი.

ყველა ახალი ამბავი
0