თბილისის დენდროლოგიური პარკი და ვერის ბაღი – რას გეგმავს მერია

გამოწერა
კახა კალაძის სიტყვებით, ამ ეტაპზე დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობაა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. დედაქალაქის მერია ვერის ბაღის და თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მასშტაბური პროექტისთვის ფინანსების მოძიება კალაძემ მის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა.

ივანიშვილის ახალი პროექტი: რას უპირებს მილიარდერი ძველი იპოდრომის ტერიტორიას?>>>

„ძალზე ბევრი ადამიანი სარგებლობს რეკრეაციული ზონებით. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება ბევრი ასეთი სივრცე გაჩნდეს, სადაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს დასვენების საშუალება ექნებათ", – აღნიშნა მერმა.

ვერის ბაღი – თბილისის ერთ-ერთი უძველესი პარკია, რომელიც ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავასა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებს შორის მდებარეობს.

რაც შეეხება დენდროლოგიურ პარკს, იგი 1956 წელს შეიქმნა. დენდროლოგიური პარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 ჰექტარზეა გაშენებული.

ყველა ახალი ამბავი
0