თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები იცვლება

© courtesy of Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ხვალიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით შეჩერდება.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ხვალიდან თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები იცვლება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

COVID 19-ის სწრაფი გავრცელების მთავარი მიზეზი: მეცნიერები ქვეყნების მთავრობებს აფრთხილებენ>>

კერძოდ, მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და მოქალაქეები ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით ისარგებლებენ. კალაძის განცხადებით, ეს აუცილებელი ღონისძიებაა როგორც ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის, ასევე მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის.

„საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროსა და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, ხვალიდან დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობაც. თბილისის მერის განცხადებით, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხას.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება

კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ხვალიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით შეჩერდება.

თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მოერიდონ სახალხო თავშეყრის ადგილებს და განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას.

საკარანტინო წესების დარღვევაზე დამატებითი სანქციების დაწესება იგეგმება>>

„თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. თუმცა, ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა“, – აღნიშნა კალაძემ.

თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესებს არღვევენ - Sputnik საქართველო
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 22 ადამიანი გადაიყვანეს

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი – ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან. 

ყველა ახალი ამბავი
0