„თბილისი ენერჯი“: აბონენტები სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ აერთებენ

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატისტიკის თანახმად, უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად სამგორის რაიონში დაირღვა, შემდეგ მოდის ისანი-ვაზისუბანი და გლდანი

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა მიმდინარე წლის სექტემბერში ქსელიდან 7 ათასზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაგებში მდებარე „ახალ სკოლაში" აფეთქება მოხდა >>

კომპანიის ინფორმაციით, მრავალი გაფრთხილების მიუხედავად,  ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს, გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარის ჩახსნის საშუალებას არ აძლევს, კარს არ უღებს და სრულად უგულებელყოფს გაფრთხილებებს.

„ერთხელ უკვე ჩაჭრილ, სასიკვდილო დანადგარებს კი ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე, რაც საფრთხეში ადებს არამხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, არამედ კორპუსში მცხოვრები მეზობლების ჯანმრთელობასაც“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

სტატისტიკის თანახმად, უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად სამგორის რაიონში დაირღვა. კერძოდ,  ოქტომბერში   ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში ( 1661), ისანი-ვაზისუბანში ( 1481 ) და გლდანში ( 947) ჩაიხსნა.

„კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – კუსტარულად, ქსელზე თვითნებურად დაერთებული ნებისმიერი ტიპის დანადგარის მოხმარება დაუშვებელია. ასევე სასიკვდილოა ღია წვის კამერიანი დანადგარები (წლის გამაცხელებელი ან გაზის გამათბობელი, რომელსაც გვერდებში ჭრილები აქვს). ნუ გარისკავთ საკუთარი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში მომხდარი აფეთქების შემზარავი შედეგები - ფოტო >>

მიმდინარე წლის დასაწყისში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში მომხდარ აფეთქებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0