გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა.

თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული სოსო ჯავახიშვილი გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

სახლი გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
შესახლება არარეკომენდებულია: აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი გამაგრდება

39 წლის მამაკაცი, რომლის სახლშიც გაზი აფეთქდა, შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულს სხეულის 60 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა.

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. სამი ადამიანი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა ბოლომდე მძიმე რჩებოდა.

სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბინაში სახიფათო გაზდანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რის შესახებაც ბინის მფლობელი რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული.

აფეთქების შედეგად კორპუსში დაინგრა კედლები, ჩაიმსხვრა ფანჯრები. მობინადრეები კორპუსში დაბრუნებას ახლაც ვერ ახერხებენ.

ყველა ახალი ამბავი
0