22:28 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
ფოტო

თბილისში მომხდარი აფეთქების შემზარავი შედეგები - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
23701
  • აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მთელ რაიონში გაიგეს
  • ყველაზე მეტად დაზიანდა ბინა მეხუთე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა. ფოტოზე ჩანს, თუ როგორ გაუჩნდა ბზარი შენობას
  • აფეთქება ღამით მოხდა, თუმცა ქუჩაში ხალხმრავლობა იყო. საბედნიეროდ, აივანზე დამონტაჟებულმა რკინის ზღუდემ აფეთქების შედეგად გამოსროლილი ნამსხვრევები შეაჩერა
  • სახლის გარშემო სახიფათო ტერიტორია შემოღობეს - აფეთქებით დანგრეული კედელი შესაძლოა ჩამოინგრეს
  • ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ასევე მეზობელ ბინებში შუშები ჩაიმსხვრა
  • ქვები, მინისა და აგურის ნამსხვრევები რამდენიმე ატეული მეტრის მანძილს გაიფანტა
  • საბედნიეროდ, შუშისა და ქვის ნაწილაკები არავის მოხვედრია. დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი, რომლებიც სახლთან ახლოს ეყენა
  • ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, 77 წლის მამაკაცი ცხოვრობს. ის დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
  • სახლის გარშემო ტერიტორია უკვე დაასუფთავეს, თუმცა სამშენებლო ნარჩენები კვლავ ყრია
  • რა ბედი ეწევა სახლს, ამას ექსპერტები დაასკვნიან. დაზიანების შეფასებისათვის მათ ერთი კვირა დაჭირდებათ
  • სახლის გარშემო ტერიტორია კვლავ შემოღობილია, თუმცა გამვლელებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების ნება უკვე დართეს
  • აფეთქების შემდეგ დაიწყო სახლის მცხოვრებლების ევაკუაცია, მათ ჯერ-ჯერობით კორპუსში დაბრუნება არ შეუძლიათ, ამიტომ ისინი სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილეს
  • მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი კორპუსების მკვიდრებმა ჩამსხვრეული მინების ნაცვლად ფანჯრებზე პოლიეთილენის ცელოფნები ააფარეს
  • აფეთქების შემზარავი შედეგები, რამაც სიახლოვეს მცხოვრებთან დიდი ნაწილი შეაშინა
  • მეზობლები ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ მოხდა შემთხვევა და აფეთქების დამაყრუებელ ხმას იხსენებენ
  • გაზის კომპანიის წარმომადგენლები და მეხანძრე-მაშველები უკვე შეხვდნენ ადგილობრივებს და განაგრძობენ მიმდებარე ტერიტორიის შემოწმებას
  • ამ ფოტოზე ჩანს, თუ რა დაზიანებები მიიღო აფეთქებულმა ბინამ. შემთხვევის შედეგად მთელი ბინა დაზიანდა, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან - კედელზე მარჯვენა მხარეს ახალი ბზარები გაჩნდა
  • კორპუსის სხვა მაცხოვრებლებს როდის დააბრუნებენ საკუთარ სახლებში, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუ ექსპერტები სახლის სიმდგრადეს არ დაადასტურებენ, შესაძლოა მათ ლოდინმა მოუწიოთ
  • სასურველია, თბილისის მოსახლეობამ მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოს გაზის მოწყობილობებთან, რითაც მომავალში მსგავსი ტრაგედიების რისკი შემცირდება
© Sputnik / Alexander Imedashvili
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მთელ რაიონში გაიგეს

ორშაბათს გვიან ღამით თბილისის ცენტრალურ უბანში, ერთ-ერთი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

სახლი, რომელშიც აფეთქება მოხდა, მდებარეობს ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ერთ კილომეტრში და თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სასაწყობე ნაგებობებთან და ბაზრის ტერიტორიასთან ახლოს. შემთხვევის დროს აფეთქების ტალღამ მინები ჩაუმსხვრია მიმდებარედ რამდნეიმე კორპუსს.

აფეთქების გამო დაზიანდა შენობის რამდენიმე კედელი და საყრდენი კონსტრუქციები. ამ ეტაპზე ექსპერტები შენობის სიმყარეს ამოწმებენ. მერიაში ვარაუდობენ, რომ პროცესი ერთ კვირას გასტანს. სახლის მცხოვრებლები დროებით სასტუმროებში გადაანაწილეს.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა. მომხდარის დეტალებს გამოძიება ადგენს.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები