„თბილისობა-2019“: დედაქალაქში ზეიმი დაიწყო

© Sputnik / Alex Shlamovთბილისობა - ყვავილების გამოფენა რიყეზე
თბილისობა - ყვავილების გამოფენა რიყეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს თბილისის მერიამ მოამზადა მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, რომელიც დააინტერესებს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში დილიდან დაიწყო შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული - „თბილისობა-2019“.

როგორი იქნება „თბილისობა–2019“: კალაძემ გრანდიოზულ გეგმებზე ისაუბრა >>

სადღესასწაულო ღონისძიებები წელს ოთხ ლოკაციაზე – რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

რიყის პარკში 12 საათიდან დაიწყება ყოველწლიური გასტრონომიული ფესტივალი, სადაც ყველას შეეძლება ქართული ტკბილეულის დაგემოვნება. დღესასწაულის ყველაზე ახალგაზრდა სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში. სპეციალურად ბავშვებისთვის ორგანიზატორები კონცერტს მოაწყობენ. შემდეგ, საღამოსკენ, სტუმრებს ელოდება ინსტალაცია „ფიროსმანის პერსონაჟები".

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
„თბილისობა - 2019": ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

ამავე დროს, განახლებულ ორბელიანის მოედანზე სტუმრებს ელოდება ყვავილების ფესტივალი, ქართული კინოსა და მუსიკის პავილიონები, ბაზრობა და კარნავალი.

მეტეხის ხიდზე გამოიფინება რარიტეტული ავტომობილები, ლეღვთახევის ხეობაში ღია ცის ქვეშ სტუმრებს გამოფენა ელოდება.

გასართობი პროგრამის დასრულების შემდეგ, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნას, და საპატიო თბილისელებისთვის დაჯილდოების ცერემონია.

გალა–კონცერტი თბილისობაზე გია ყანჩელს მიეძღვნება >>

თბილისობის დღესასწაულის პროგრამა გაგრძელდება კვირას, 6 ოქტომბერს. დღის მარგალიტი გახდება აკრობატების საჰაერო თეატრ Muare Experience-ს სპექტაკლი - ესპანელი და ბრიტანელი არტისტების ერთობლივი პროექტი, რომლებიც თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალში მონაწილეობენ.

წელს „თბილისობა“ 35-ედ აღინიშნება. პირველად დედაქალაქის დღე 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0