22:00 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1822)
358 0 0

თბილისის მერი დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას ჰპირდება.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. „თბილისობა–2019“ 5–6 ოქტომბერს ოთხ ძირითად ადგილზე ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„თბილისობა 2019" 5-6 ოქტომბერს გაიმართება >>

ღონისძიებები გაიმართება რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე.

„წელს თბილისობის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულის და ყვავილების ფესტივალები; ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; ორბელიანის ღია ბაზარი; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი და სხვ.“ – განაცხადა მერმა.

კალაძის თქმით, ორბელიანის მოედანზე ღია ცის ქვეშ ბაზრობა მოეწყობა. დედაქალაქში თბილისის დაძმობილებული ქალაქების პავილიონები გაიხსნება. დღესასწაულის სტუმრებს ელოდება ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტები, მერიის „ბიგ ბენდის“ გამოსვლები.

მერის თქმით, ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა.

თბილისობის ფარგლებში ჩატარდება კიდევ რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის, 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალა-კონცერტი „მე ვარ თბილისი“.

„ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა გველის წინ. გიწვევთ ყველას, თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებს, დიდებსა თუ პატარებს და, ვფიქრობ, ძალიან მხიარული და სასიამოვნო დღეები გველის წინ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მინსკში „თბილისობა“ იმართება: დღესასწაული ქართულ−ბელარუსული ხასიათით >>

წელს „თბილისობა“ 35-ედ აღინიშნება. პირველად დედაქალაქის დღე 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

თემები:
თბილისი დღეს (1822)

მთავარი თემები