16:43 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1750)
16810

საქართველოში გზების შეკეთება გაჭიანურდა, მერი შიშობს, რომ კონტრაქტორები სამუშაოს თავის დროზე ვერ დაასრულებენ

 

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ კომპანიები, რომლებიც თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს დარღვევებით ახორციელებენ, უკანასკნელად გააფრთხილა.

მაჭავარიანი: სამგორი-ლილოს მიმართულებით რკინიგზის დაახლოებით შვიდი სადგური გაიხსნება >>

კალაძის თქმით, პრობლემებია ვეკუა–ხიზანიშვილის ქუჩებზე გლდანის რაიონში. ამ ქუჩების შეკეთება მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო და 2020 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

„არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი - ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის მიმართ, ვინც ადგილზე  მუშაობს... თუ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძიება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, როდესაც მერიის წარმომადგენლები სამუშაოების დასათვალიერებლად მიდიან, მათ დასანახად ყველა მუშაობს, მიდის ფუსფუსი... გამოდიან და სამი დღის შემდეგ მხოლოდ ხუთი-ექვსი კაცი აგრძელებს მუშაობას.

„ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები, იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე და სიტუაციას კიდევ ერთხელ გავეცნოთ“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერი მეორე პრობლემურ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანალოგიური მდგომარეობაა ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის). 

კალაძის თქმით, მერი არ უნდა დადიოდეს და ამოწმებდეს, როგორ მუშაობენ კონტრაქტორები. ორი–სამი დღის განმავლობაში პარკში არ მუშაობს არცერთი ადამიანი, ყველაფერი მიტოვებული და მიგდებულია. როდესაც ხალხი ხედავს, რომ ყველაფერი გადათხრილია და არავინ მუშაობს, ამას მტკივნეულად აღიქვამს.

„დავიღალე! 24 საათის განმავლობაში გვიწევს მონიტორინგი, თავზე ვადგავართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მენეჯმენტი არ არსებობს, უბრალოდ, მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. საზოგადოებას არ აინტერესებს, ეს კონტრაქტორის ბრალია თუ ვინმე სხვის. პასუხისმგებელი არის დედაქალაქის მერია. შესაბამისად, ჩვენ მიმართ აქვთ პრეტენზია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილეებს მოსთხოვა, დღესვე დაიბარონ ამ ორი კომპანიის წარმომადგენლები, უკანასკნელად გააფრთხილონ ისინი და პირველივე დარღვევის შემთხვევაში შეწყვიტონ კონტრაქტი და იპოვონ ახალი პარტნიორები.

თბილისის მერიამ კიკვიძის ბაღის აღდგენა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71,3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოეწყობა ახალი საბავშვო და სპორტული მოედნები, ადგილები სამაგიდო თამაშებისთვის, ცხოველების გასასეირნებლად და სხვ. გარდა ამისა, იგეგმება საგამოფენო სივრცისა და ამფითეატრის აგება, ასევე შადრევანის დადგმა. პარკის რეაბილიტაცია ნოემბერში უნდა დასრულდეს, მაგრამ, კალაძის, აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროა გაჩერება და მოდუნება.

პარკის ტერიტორია უნდა გამწვანდეს, მოეწყოს სარწყავი სისტემა და დაირგას 850 სხვადასხვა მცენარე. პარკი შემოიღობება მცენარეებით და დამონტაჟდება განათება.

 

 

 

 

თემები:
თბილისი დღეს (1750)

მთავარი თემები