მაჭავარიანი: სამგორი-ლილოს მიმართულებით რკინიგზის დაახლოებით შვიდი სადგური გაიხსნება

© Sputnik / Vladimir Umikashviliივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განხორციელებაზე საუბრობს.
მაჭავარიანი: სამგორი-ლილოს მიმართულებით რკინიგზის დაახლოებით შვიდი სადგური გაიხსნება

„ეს საკმაოდ მსხვილი პროექტია. საუბარია სამგორი–ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული რკინიგზის განვითარებაზე, იქნება დაახლოებით შვიდი სადგური. რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება რუსთავთან დაკავშირება ურბანულ-სარკინიგზო მიმოსვლით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 174 მლნ-დან 218 მლნ აშშ დოლარამდეა.

ყველა ახალი ამბავი
0