17:23 17 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2699
  • 100 RUB4.6206
  • USD2.9608
თბილისის საკრებულოს ფასადი

თბილისში გიორგი დანელიას სახელობის ქუჩა გაჩნდა

© Sputnik / Ekaterina Mikaridze
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1252)
8210

თბილისის რამდენიმე ქუჩას ცნობილი ხელოვანების სახელები მიენიჭა.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ვაკეში უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს და მის მიმდებარე უსახელო ქუჩას გამოჩენილი რეჟისორის გიორგი დანელიას სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის გადარქმევის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე ქუჩას კულტურის ცნობილი ქართველი მოღვაწის სახელი მიენიჭება.

კერძოდ, ამიერიდან თბილისში გაჩნდება დიდი ქართველი რეჟისორების გიორგი დანელიას და ვახტანგ ტაბლიაშვილის ქუჩები. ასევე ქუჩებს გივი ბერიკაშვილის, ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, იაკობ ტრიპოლსკის სახელები მიენიჭა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელი მიენიჭა ლამის ქუჩის ნაწილს ჩუღურეთის რაიონში. დოდო ჭიჭინაძის სახელი ლამის ქუჩის მეორე ჩიხს და ასპინძის ქუჩის ნაწილს მიენიჭა.

ლეილა აბაშიძის სახელი ისნის რაიონში წერნაკის ქუჩის ნაწილს მიენიჭა. მახათას შესახვევს ლიანა ასათიანის სახელი მიენიჭა, ხოლო მახათას ქუჩას – მარინა თბილელის.

მედეა ჯაფარიძის სახელი მიენიჭა რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხსა და შესახვევს.

წყნეთის გზატკეცილთან ახლოს მდებარე უსახელო ქუჩას და ჩიხს რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის სახელი მიენიჭა.

მსახიობ გივი ბერიკაშვილის სახელი მთაწმინდაზე ვასილ ბარნოვის ქუჩის მეორე ჩიხს და ირაკლი ტატიშვილის ქუჩის პირველ ჩიხს მიენიჭა. იაკობ ტრიპოლსკის სახელი საბურთალოზე სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭა.

 

თემები:
თბილისი დღეს (1252)

მთავარი თემები