20:34 24 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1442
  • 100 RUB4.4129
  • USD2.7798
ირაკლი ხმალაძე და ფან ძიენგუო

თბილისი და გუანჯოუ თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ

© photo: Tbilisi city hall
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1114)
54 0 0

თბილისსა და ჩინურ საპორტო ქალაქ შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა - სავაჭრო-ეკონომიკური სფერო

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისის მთავრობამ და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია დედაქალაქის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქალაქებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

ჩინურმა მხარემ თბილისის მერი კახა კალაძე გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება საქართველოსა და ჩინეთს შორის 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

გუანჯოუ - ჰონგ-კონგიდან ჩრდილოეთ დასავლეთით, მარგალიტის მდინარის პირას მდებარე უზარმაზარი საპორტო ქალაქია. ქალაქი განთქმულია თავისი ავანგარდული შენობებით, მათ შორის არის გუანჯოუს საოპერო თეატრი, რომელიც არქიტექტორ ზაჰი ჰადიდის პროექტით არის აგებული და მოგვაგონებს ზღვის წყლით მოპრიალებულ ლოდს. ასევე გუანდუნის პროვინციის მუზეუმი, რომელიც ჭრილებიან კოლოფს ჰგავს და თხელი ქვიშის საათის ფორმის ტელეანძა.

ახალი შესაძლებლობები - რა საკითხები განიხილეს დავით ზალკალიანმა და ვან იმ >>

საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. ჩინეთი დღეისათვის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წლის იანვარში მხარეებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

ჩინეთის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება რამდენიმე პროექტი, მათ შორის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა ქუთაისში. საქართველოში მშენებლობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და გზების სფეროში დაახლოებით 25 ჩინური კომპანია მოღვაწეობს.

2018 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2017 წელთან შედარებით თითქმის 32%-ით მეტია. მთლიანობაში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით 12,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (+17%).

თემები:
თბილისი დღეს (1114)

მთავარი თემები