11:30 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
ვან ი საქართველოში

ახალი შესაძლებლობები - რა საკითხები განიხილეს დავით ზალკალიანმა და ვან იმ

© photo: MFA of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (144)
91 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ის ვიზიტს ისტორიული უწოდა.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი საქართველოში ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გლობალიზაციის პირობებში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ჩამოვიდა. ამის თაობაზე თავად ვან იმ განაცხადა ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრისას.

ჩინეთი საქართველოს საბაჟო სისტემების შესაძენად თანხას გამოუყოფს>>>

ეს ჩინეთის საგარეო უწყების მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. უცხოელი სტუმარი პარასკევს შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

„ეს არის ვიზიტი, რომელიც დაგვეხმარება შევისწავლოთ ახალი შესაძლებლობები არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით და ვიპოვოთ გზები, არსებული გლობალიზაციის შესაბამისად, როგორ შეიძლება განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა. კერძოდ, როგორ უნდა განვსაზღვროთ თანამშრომლობის ახალი სფეროები, საგზაო ინიციატივები, როგორ უნდა მოვუტანოთ უფრო მეტი სარგებელი ჩვენ ხალხებს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და განვითარებას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა", – განაცხადა ვან იმ.

მისი სიტყვებით, ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

„ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკლე ხანში დაამყარა და მას შემდეგ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეუფერხებლად ვითარდება. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ გვახარებს, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყნები აუმჯობესებენ სტანდარტებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ქვეყნები კიდევ უფრო დიდ პოტენციალს განავითარებენ", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ჩინეთი ახორციელებს საგარეო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპებს ეფუძნება.

„ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო განვავითაროთ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია, მიუხედავად მისი სიდიდისა", - აღნიშნა ვან იმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ის ვიზიტს ისტორიული უწოდა.

„ჩვენი ურთიერთობები ნამდვილად ძალზე დინამიურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს როგორც მაღალი რანგის ვიზიტები საქართველოდან ჩინეთში, ისე ჩინეთიდან საქართველოში, და ვფიქრობ, რომ თქვენი ვიზიტი იქნება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი წვლილი", - განაცხადა ზალკალიანმა.

ჩინეთში პირველი ქართული ბიზნეს–სახლი გაიხსნა>>>

მისი სიტყვებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა.

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩინეთს როგორც ქვეყანას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობაში, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემაში და ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში სამაგალითოა", - აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნების ურთიერთობა სწრაფად ვითარდება. საქართველომ და ჩინეთმა 2018 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ამასთან, ჩინეთი საქართველოში რიგ პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენება. საქართველოში მშენებლობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და გზების სფეროებში დაახლოებით 25 ჩინური კომპანია მუშაობს.

2018 წელს ქვეყნებს შორის საგარეო ბრუნვამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მთლიანობაში ქვეყნებს შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 12,5 მლრდ დოლარი (+17%) შეადგინა.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (144)

მთავარი თემები