02:13 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე

რეგისტრაცია თბილისის საჯარო საზაფხულო ბაღებში ადგილების შევსებამდე გაგრძელდება

© photo : Kindergarten Management Agency of Tbilisi / FB
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1068)
103 0 0

ზაფხულში 40 საბავშვო ბაღი 13 ათასამდე აღსაზრდელს მიიღებს.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ბავშვთა რეგისტრაცია თბილისის საჯარო საზაფხულო ბაღებში 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

აღმზრდელობითი პროცესი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 28 ივნისს დასრულდება. თბილისში 1-დან 31 ივლისის ჩათვლით სულ 40 საბავშვო ბაღი იმუშავებს, რომლებიც 13 ათასამდე აღსაზრდელს მიიღებენ.

რეგისტრაციის გავლა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

„რეგისტრაციის დაწყების დღეს ვებ-გვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება“, – განაცხადა გვანცელაძემ.

საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის.

რაც შეეხება ახალი სასწავლო წლისთვის სახელმწიფო საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციას, იგი ივნისში დაიწყება. პირველ ეტაპზე ბაღებში ჩაირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები და ის ბავშვები, რომელთა და ან ძმა იმავე ბაღის აღსაზრდელია. მომდევნო ეტაპზე კი ბაღში ყველა დანარჩენი მსურველი შეძლებს დარეგისტრირებას.

თბილისის საჯარო ბაღებში გაზქურებს ელექტროქურებით ანაცვლებენ >>

თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

თემები:
თბილისი დღეს (1068)

მთავარი თემები