რეგისტრაცია თბილისის საჯარო საზაფხულო ბაღებში ადგილების შევსებამდე გაგრძელდება

© photo : Kindergarten Management Agency of Tbilisi / FBთბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულში 40 საბავშვო ბაღი 13 ათასამდე აღსაზრდელს მიიღებს.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ბავშვთა რეგისტრაცია თბილისის საჯარო საზაფხულო ბაღებში 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

აღმზრდელობითი პროცესი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 28 ივნისს დასრულდება. თბილისში 1-დან 31 ივლისის ჩათვლით სულ 40 საბავშვო ბაღი იმუშავებს, რომლებიც 13 ათასამდე აღსაზრდელს მიიღებენ.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
მშობელთა საყურადღებოდ: თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია მალე დაიწყება

რეგისტრაციის გავლა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

„რეგისტრაციის დაწყების დღეს ვებ-გვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება“, – განაცხადა გვანცელაძემ.

საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის.

რაც შეეხება ახალი სასწავლო წლისთვის სახელმწიფო საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციას, იგი ივნისში დაიწყება. პირველ ეტაპზე ბაღებში ჩაირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები და ის ბავშვები, რომელთა და ან ძმა იმავე ბაღის აღსაზრდელია. მომდევნო ეტაპზე კი ბაღში ყველა დანარჩენი მსურველი შეძლებს დარეგისტრირებას.

თბილისის საჯარო ბაღებში გაზქურებს ელექტროქურებით ანაცვლებენ >>

თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

ყველა ახალი ამბავი
0