„ყველა პრობლემა მოგვარებული არ არის“ - კალაძემ წელს ბოლო სხდომა ჩაატარა

© FB / Kakha Kaladze Officialკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ 2018 წელს ბევრი პროექტი განახორციელა, დედაქალაქში კიდევ ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა, მიაჩნია მერს

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. 2018 წელს თბილისის მთავრობამ 44 სხდომა გამართა, სადაც განიხილებოდა წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, განაცხადა ბოლო სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, საქალაქო სამსახურებს მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი სამუშაო ექნებათ.

რა დაუწუნა კახა კალაძემ ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას >>

„ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. იყო გამოწვევები და პრობლემები, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხეთ ყველა მათგანს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ყველაფერი მოწესრიგებულია და ყველა პრობლემა მოგვარებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვექნება სამუშაო და უფრო მეტი გვექნება გასაკეთებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირს გაარემონტებენ

თბილისის მერმა საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოსახლეობას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ვიგრძნობთ. ეს დამატებით სტიმულსა და შემართებას გვაძლევს, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, თბილისს და თბილისელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ თბილისის მერიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მათ კიდევ უფრო აქტიური, ნაყოფიერი სამუშაო წელი უსურვა.

ყველა ახალი ამბავი
0