რა დაუწუნა კახა კალაძემ ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას

გამოწერა
პროექტის ღირებულება დაახლოებით 1,6 მილიონი ლარს შეადგენს

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. შესაძლოა, იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელიც აეროპორტის გზაზე მდებარე, ე.წ. ვარკეთილის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

ე.წ. ვარკეთილის  ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. ხიდების რეკონსტრუქცია შვიდ თვეს უნდა გაგრძელებულიყო. ეს პროცესი მოიცავდა დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახალის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს.

ავტობანი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ე.წ. ვარკეთილის ხიდების გარემონტებას იწყებს

როგორც დღეს დედაქალაქის საკრებულოში დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, აეროპორტის გზაზე რამდენიმე თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია. უახლოეს დღეებში ამის შესახებ მსჯელობა გვექნება და აუცილებლად დავაყენებთ ამ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს. შენიშვნას ვიღებთ, რასაც პირადად ჩემი და მერიის სამსახურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ დავითულიანის კითხვაზე საპასუხოდ.

ასევე, დედაქალაქის მერის განცხადებით, მომდევნო წლებში მეტი ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ მსგავსმა კომპანიებმა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა არ მიიღონ.

სამუშაოებს აწარმოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „პასაჟი საქართველო“.

თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობაზე ტენდერი ცხადდება >>

პროექტის ღირებულება კი დაახლოებით 1,6 მილიონი ლარია.

ადრე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვარკეთილის ხიდები ათობით წელია ექსპლუატაციაშია და მათი შეკეთება ამ დრომდე არ მომხდარა. ის ასევე აცხადებდა, რომ პროექტის განხორციელება კვლევის შედეგებს ეფუძნება.

ყველა ახალი ამბავი
0