თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირს გაარემონტებენ

გამოწერა
თბილისის მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 357 მილიონ ლარს დახარჯავს

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში - ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მომავალ წელს სარემონტო სამუშაოები იგეგმება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„ილია ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვაპირებთ მისწისქვეშა კომუნიკაციებით, განათებებით, გამწვანებით. გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება", - განაცხადა კალაძემ.

რემონტი გზებზე თბილისში - Sputnik საქართველო
კალაძე: მომავალ წელს უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ

მერის თქმით, ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული თანხებით თბილისის მერია დიაწყებს ფიროსმანის ქუჩის აღდგენის სამუშაოებს.

კალაძის განცხადებით, მომავალ წელს ასევე დაგეგმილია ორი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილსა და დიდ დიღომში. ამას გარდა, მერის თქმით, ასევე იგეგმება გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რემონტი.

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის თანახმად შემოსულობები 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე357 მლნ ლარია გამოყოფილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0