კალაძე: მიწისქვეშა კომუნიკაციების სარემონტო სამუშაოები ხარისხიანად უნდა ჩატარდეს

© photo: Sputnik / Stringerგზების რემონტი დედაქალაქში
გზების რემონტი დედაქალაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თბილისის ქუჩებზე სარემონტო სამუშაოები უსასრულოდ გრძელდება

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება კაპიტალურად უნდა მოხდეს, რათა ერთ და იგივე ადგილას რამდენჯერმე არ მოხდეს ასფალტის დაგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„გაუფრთხილდი ქალაქს" - თბილისის მერია ახალ კამპანიას იწყებს >>

„მხედველობაში მაქვს კომუნიკაციების მოწესრიგება, მათ შორის, მიწისზედა სადენების, რომელიც მიწის ქვეშ განთავსდება. ყველა პროექტზე ერთნაირი მიდგომა გვაქვს, რომ უნდა მოვაწესრიგოთ სანიაღვრეები, წყალარინების სისტემა - ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, რომ ისე არ დაგვემართოს, ახალი გზა გადავაგოთ და შემდეგ, რამდენიმე კვირაში დაზიანებების გამო გადათხრა მოგვიწიოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია: ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

მისი თქმით, 20 დღის განმავლობაში დასრულდება სარემონტო სამუშაოები ჩიქოვანის ქუჩაზე. ამ მიზნით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 დღის განმავლობაში ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტება.

„სამუშაოების ფარგლებში, რა თქმა უნდა, მოწესრიგდება გზის საფარი. ასევე, რა რესურსიც გამოვნახეთ, დამატებითი საპარკინგე ადგილები შევქმენით და არსებულ საპარკინგე სივრცესაც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უახლეს წლებში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0