„გაუფრთხილდი ქალაქს" - თბილისის მერია ახალ კამპანიას იწყებს

გამოწერა
ქალაქის მერმა იმედი გამთქვა, რომ აღნიშნული პროექტს დედაქალაქის მოსახლეობა მხარს დაუჭერს.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერია კამპანია „გაუფრთხილდი ქალაქს" იწყებს, რომლის ფარგლებშიც თბილისელები ქალაქის მოვლის პროცესში ჩართვას შეძლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ახალი ვაგონები თბილისის მეტროში: როგორ გამოიყურება სამგზავრო შემადგენლობები - Sputnik საქართველო
კალაძემ მიწისზედა მეტროს სადგურების მშენებლობის დაწყების თარიღი დაასახელა

კალაძე თბილისის პარკების რეაბილიტაციას იწყებს>>>

კამპანიის „გაუფრთხილდი ქალაქს" მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა.

„ხშირია განახლებული სკვერების, მოწესრიგებული ქუჩების მიზანმიმართული დაზიანების შემთხვევები. ბევრი ასეთი ვანდალური ფაქტია, რომლის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს და მათ აუცილებლად მივაწვდით მოსახლეობას... კამპანია ყველა მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად ჩაერთოს ქალაქის მოვლა-პატრონობის პროცესში, გაუფრთხილდეს არსებულ ინფრასტრუქტურას, მწვანე საფარს, იზრუნოს სისუფთავეზე", - აღნიშნა კალაძემ.

ქალაქის მერმა იმედი გამთქვა, რომ აღნიშნული პროექტს დედაქალაქის მოსახლეობა მხარს დაუჭერს.

 

ყველა ახალი ამბავი
0