კალაძემ მიწისზედა მეტროს სადგურების მშენებლობის დაწყების თარიღი დაასახელა

გამოწერა
თბილისის მეტროპოლიტენის ახალ ხაზზე შვიდი სადგური განთავსდება.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროს ახალი მიწისზედა სადგურების მშენებლობა 2019 წლის მეორე ნახევარში დაიწყება და ორ-სამ წელში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

სანამ არ გამოიკვლევენ - არ ააშენებენ: ექსპერტი მეტროს ახალი ხაზის შესახებ>>>

მიწისზედა მეტროს მშენებლობა, რომლისთვისაც შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას გამოიყენებენ, პროექტ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის" ფარგლებშია გათვალისწინებული. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა.

„იგი (პროექტი - რედ.) ითვალისწინებს მეტროს სადგურ "სამგორიდან" ლილოს ბაზრობამდე სრულიად ახალი, დამოუკიდებელი, მიწისზედა ხაზის მშენებლობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. სამგორის სადგურთან იწისზედა არეალში მოეწყობა სრულიად ახალი მეტროსადგური, რომელიც აქამდე მოქმედ სადგურს დაუკავშირდება", - აღნიშნა კალაძემ.

მერის სიტყვებით, ახალ ხაზზე შვიდი სადგური განთავსდება. პირველ ეტაპზე დღის განმავლობაში ამ ხაზზე ექვსი შემადგენლობა იმოძრავებს.

„რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში შემადგენლობებს დავამატებთ. პირველ ეტაპზე, მოცდის დრო დაახლოებით 10 წუთი იქნება, თუმცა, მატარებლებს რომ დავამატებთ, მოცდის დროს შევამცირებთ", - განაცხადა ქალაქის მერმა.

მეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
თბილისში მეტროს ახალი მიწისზედა სადგურები გაიხსნება

კალაძემ აღნიშნა, რომ ახალ ხაზზე მგზავრთნაკადი დღის განმავლობაში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი იქნება.

მისი განცხადებით, ახალი ხაზის წყალობით, შემცირდება ლილოს მიმართულებით მოძრავი ავტომობილების რაოდენობა, შესაბამისად, შემცირდება საცობები და ჰაერის დაბინძურების დონე.

„ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვამზადებთ სატენდერო დოკუმენტაციას და ვფიქრობთ, რომ ახლო მომავალში, ნოემბრის ბოლოს ტენდერს გამოვაცხადებთ. დაახლოებით 2019 წლის მეორე ნახევარში ჩვენ უკვე სრული პროექტი გვექნება და შესაბამისად, მშენებლობაზე ტენდერს გამოვაცხადებთ", - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსგავსი პროექტების განხორციელებაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიებს. ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე - ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზისა - 40 კილომეტრი, ხოლო მეორე ხაზის - 17.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური