რატომ თეთრი? შალვა ოგბაიძე ტაქსის ფერის არჩევანს განმარტავს

© Sputnik / Levan Avlabreliტაქსი თბილისში
ტაქსი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებს.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ განმარტა, რომ თეთრი ფერის ავტომობილი ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა.  

ტაქსი - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ ტაქსის ფერი შეარჩია

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ტაქსებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ წამოწყებული რეფორმები ორ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან სავალდებულო ხდება ტაქსისტების ლიცენზირება, ხოლო ერთი წლის შემდეგ დედაქალაქში ერთი ფერის ტაქსებმა უნდა იმოძრაოს.

„ავტომობილის ფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებისთვის. აღმოჩნდა, რომ არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება გლობალურ სტატისტიკაში ფერსა და ავარიების რიცხვს შორის – რომელი ავტომობილი უფრო მეტი რისკის შემცველია. აღმოჩნდა, რომ თეთრი და ყვითელი ფერის ავტომობილები ყველაზე იოლად შესამჩნევი ფერია“, — განაცხადა შალვა ოგბაიძემ პრესკონფერენციაზე.

მისი განმარტებით, თეთრი ყვითელთან აგებს ერთადერთ შემთხვევაში – ნისლის დროს, მაგრამ თბილისში ნისლი არ იცის. ყველა სხვა შემთხვევაში თეთრი უკეთესია, მაგალითად, უკეთესი ამრეკლი თვისებების გამო თბილისურ ცხელ ზაფხულში თეთრი ფერის ტაქსიში ნაკლები სიცხე იქნება. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისის მერიას ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით საინტერესო გეგმა აქვს

ოგბაიძემ ასევე განმარტა, რომ მძღოლებს არავინ ავალდებულებს მანქანების თეთრად გადაღებვას.

„რატომ მაინც და მაინც შეღებვა? იცით, რომ არსებობს ლამინირება, აპკის გადაკვრა. ეს ისეთი დეტალია, ამაზე ყურადღების გამახვილება არც ღირს. მთავარია, რომ ჩვენ ტაქსებს ექნებათ ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ რეკლამა განათავსონ. მოსიარულე რეკლამა ერთ-ერთი მომგებიანია, ეს თანხა ეკუთვნის მძღოლს“, – განაცხადა ოგბაიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის გაცემული 6,2 ათასი ნებართვა, რომლის ღირებულება შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის წელიწადში 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებზე — 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასოა.

ყველა ახალი ამბავი
0