05:48 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გასართობი პარკი ბომბორა მთაწმინდაზე

თბილისში წითურების დღე აღინიშნება

© Sputnik/ Levan Avlabreli
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

დღესასწაულის მსვლელობისას გაიმართება გასართობი შეჯიბრებები და გათამაშებები.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. წითურებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება წითურების დღესასწაულში (Redhead Day), რომელიც მთაწმინდის პარკში 17 სექტემბერს გაიმართება.

ღონისძიება დაიწყება 15:00 და დასრულდება 20:00 საათზე. დასწრება თავისუფალია და არა მხოლოდ ჟღალთმიანებისთვის. წითურების დღე თბილისში მეექვსედ ტარდება და ტრადიციულად კრებს როგორც პატარა, ისე მოზრდილ წითურთმიანებს.

დღესასწაულის ორგანიზატორების ერთადერთი პირობაა მწვანე ფერის ტანსაცმელი.

პროგრამაშია გასართობი თამაშები ბავშვებისა და უფროსებისთვის, შეჯიბრებები, გათამაშებები, საჩუქრები და სიურპრიზები.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ბავშვები წაიკითხავენ თავიანთ ლექსებს და იმღერებენ, გაიმართება საზეიმო ტორტის დეგუსტაცია. ასევე დაგეგმილია სილამაზის კონკურსი "მის და მისტერ წითური 2017".

ღონისძიებაზე ასევე გამოვა ქრისტინე რესტაკიანი — GDS-ის მუსიკალური შოუს "გახდი ვარსკვლავი" და ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიადის მონაწილე. სტუმრებს გაართობს ანიმატორების გუნდი CrazyLand.

მთავარი თემები