თბილისში წითურების დღე აღინიშნება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliგასართობი პარკი "ბომბორა" მთაწმინდაზე
გასართობი პარკი ბომბორა მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესასწაულის მსვლელობისას გაიმართება გასართობი შეჯიბრებები და გათამაშებები.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. წითურებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება წითურების დღესასწაულში (Redhead Day), რომელიც მთაწმინდის პარკში 17 სექტემბერს გაიმართება.

ღონისძიება დაიწყება 15:00 და დასრულდება 20:00 საათზე. დასწრება თავისუფალია და არა მხოლოდ ჟღალთმიანებისთვის. წითურების დღე თბილისში მეექვსედ ტარდება და ტრადიციულად კრებს როგორც პატარა, ისე მოზრდილ წითურთმიანებს.

ბათუმობა 2017 - Sputnik საქართველო
მხიარული „ბათუმობა“ — მეკობრეები და მეზღვაურები ქალაქის ქუჩებში

დღესასწაულის ორგანიზატორების ერთადერთი პირობაა მწვანე ფერის ტანსაცმელი.

პროგრამაშია გასართობი თამაშები ბავშვებისა და უფროსებისთვის, შეჯიბრებები, გათამაშებები, საჩუქრები და სიურპრიზები.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ბავშვები წაიკითხავენ თავიანთ ლექსებს და იმღერებენ, გაიმართება საზეიმო ტორტის დეგუსტაცია. ასევე დაგეგმილია სილამაზის კონკურსი "მის და მისტერ წითური 2017".

ღონისძიებაზე ასევე გამოვა ქრისტინე რესტაკიანი — GDS-ის მუსიკალური შოუს "გახდი ვარსკვლავი" და ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიადის მონაწილე. სტუმრებს გაართობს ანიმატორების გუნდი CrazyLand.

ყველა ახალი ამბავი
0