ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება: რამდენი ჯარიმა გამოიწერა წელს

© photo: Sputnik / Stringerბასლაინი ქეთევან წამებულის გამზირზე
ბასლაინი ქეთევან წამებულის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2026
გამოწერა
ჯარიმების გამოწერა ხდება როგორც ვიდეოკამერების მეშვეობით, ისე უშუალოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 9 თვეში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ხაზებზე გადაადგილებისთვის 111.387 ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
დღეისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ხაზებზე გადაადგილებისთვის ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.
ჯარიმების გამოწერა ხდება როგორც ვიდეოკამერების მეშვეობით, ისე უშუალოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სასკოლო ავტობუსებს, "A" კატეგორიის ტაქსებს (არაუმეტეს 10 წლის ასაკისა), მოპედებსა და სპეციალური ნებართვის მქონე ავტომობილებს - სხვა სატრანსპორტო საშუალებებს ეკრძალებათ როგორც გადაადგილება, ისე გაჩერება. ღამის საათებში ბასლაინზე გადაადგილება შეუძლიათ სადისტრიბუციო მანქანებსაც.
"A" კატეგორიის ტაქსებში იგულისხმება მარცხენასაჭიანი თეთრი ფერის ავტომობილები, რომელთა მძღოლებს უფლება აქვთ აიყვანონ მგზავრები ქუჩაში, გამოიყენონ ტაქსის ტრაფარეტი და სხვა სიმბოლოები.
ყველა ახალი ამბავი
0