https://sputnik-georgia.com/20261128/universitetebshi-sheizleba-dualuri-ganatleba-dainergos-301972252.html
სწავლა მუშაობასთან ერთად: საქართველოს უნივერსიტეტებში შესაძლოა დუალური განათლება დაინერგოს
სწავლა მუშაობასთან ერთად: საქართველოს უნივერსიტეტებში შესაძლოა დუალური განათლება დაინერგოს
Sputnik საქართველო
სასწავლო პროცესი ნაწილობრივ უმაღლეს სასწავლებელში, ნაწილობრივ კი საწარმოში ან ოფისში განხორციელდება. 28.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-28T22:35+0400
2026-11-28T22:35+0400
2026-11-28T22:35+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251001829_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_c192f7a397853eabc72a442ceba5bc14.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება სპეციალობით მუშაობის პარალელურად იქნება შესაძლებელი – შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის.წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საუბარია რიგ სპეციალობებზე დუალური განათლების მოდელის დანერგვაზე, რომელიც აკადემიურ სწავლებას რეალურ სამუშაო გარემოში მომზადებასთან აერთიანებს.შესაბამისად, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ უმაღლეს სასწავლებელში, ნაწილობრივ კი საწარმოში ან ოფისში განხორციელდება.როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობა ცალკე არ განსაზღვრავს დუალურ სწავლებას, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმას და არ ადგენს მინიმალურ მოცულობას, რომლის შემთხვევაშიც რეალურ სამუშაო გარემოში სწავლება ჩაითვლება პროგრამის განხორციელების განუყოფელ ნაწილად ა და არა მხოლოდ მის ცალკეულ პრაქტიკულ კომპონენტად.„დუალური სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს აკადემიური ცოდნისა და რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების სისტემურ ინტეგრაციას, სტუდენტების პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო კომპეტენციების განვითარებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული მიმართულების გაძლიერებასა და კურსდამთავრებულთა უკეთ მომზადებას პროფესიული საქმიანობისთვის“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.დუალური განათლების გარდა, კანონპროექტი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკვალიფიკაციის დანერგვასაც ითვალისწინებს.კერძოდ, შეიქმნება ერთიანი საკანონმდებლო საფუძველი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული მცირე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და მათ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატების გაცემისთვის.კანონპროექტი პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251001829_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_25159c97ea3c9dd33050dd820ee4aa03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
სწავლა მუშაობასთან ერთად: საქართველოს უნივერსიტეტებში შესაძლოა დუალური განათლება დაინერგოს
სასწავლო პროცესი ნაწილობრივ უმაღლეს სასწავლებელში, ნაწილობრივ კი საწარმოში ან ოფისში განხორციელდება.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება სპეციალობით მუშაობის პარალელურად იქნება შესაძლებელი – შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საუბარია რიგ სპეციალობებზე დუალური განათლების მოდელის დანერგვაზე, რომელიც აკადემიურ სწავლებას რეალურ სამუშაო გარემოში მომზადებასთან აერთიანებს.
შესაბამისად, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ უმაღლეს სასწავლებელში, ნაწილობრივ კი საწარმოში ან ოფისში განხორციელდება.
როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობა ცალკე არ განსაზღვრავს დუალურ სწავლებას, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმას და არ ადგენს მინიმალურ მოცულობას, რომლის შემთხვევაშიც რეალურ სამუშაო გარემოში სწავლება ჩაითვლება პროგრამის განხორციელების განუყოფელ ნაწილად ა და არა მხოლოდ მის ცალკეულ პრაქტიკულ კომპონენტად.
„დუალური სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს აკადემიური ცოდნისა და რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების სისტემურ ინტეგრაციას, სტუდენტების პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო კომპეტენციების განვითარებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული მიმართულების გაძლიერებასა და კურსდამთავრებულთა უკეთ მომზადებას პროფესიული საქმიანობისთვის“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
დუალური განათლების გარდა, კანონპროექტი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკვალიფიკაციის დანერგვასაც ითვალისწინებს.
კერძოდ, შეიქმნება ერთიანი საკანონმდებლო საფუძველი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული მცირე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და მათ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატების გაცემისთვის.
კანონპროექტი პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.