ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2026
გამოწერა
შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა - მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ტაბულა“ ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე მამაკაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნულ ფაქტზე დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0