მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანიამ 2027 წლის ბიუჯეტში უკრაინის მხარდასაჭერად 11,6 მლრდ ევრო გამოყო

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / გადასვლა მედიაბანკშიბუნდესტაგი
ბუნდესტაგი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2026
გამოწერა
გერმანიის თავდაცვის საერთო ხარჯები თითქმის 140 მილიარდ ევროს შეადგენს - ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს რეკორდული მაჩვენებელია
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ბუნდესტაგმა 2027 წლის ფედერალური ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად 11,6 მილიარდ ევროს ითვალისწინებს, იუწყება რადიოსადგური Deutschlandfunk-ი.
დეპუტატებმა დოკუმენტს მხარი პარასკევს დაუჭირეს. მთლიანი ხარჯები 556 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ძირითადი თავდაცვის ბიუჯეტი 109,7 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, კიდევ 29,6 მილიარდი ევრო კი შეიარაღებული ძალების სპეციალური ფონდიდან გამოიყოფა.
„უკრაინის მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 11,6 მილიარდი ევრო", - ნათქვამია Deutschlandfunk-ის განცხადებაში.
რადიოსადგურის მონაცემებით, გერმანიის თავდაცვის საერთო ხარჯები ყველა მუხლის მიხედვით თითქმის 140 მილიარდ ევროს შეადგენს - ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს რეკორდული მაჩვენებელია.
რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის დასავლური დაფინანსებისა და შეიარაღების გაგრძელება კონფლიქტს აჭიანურებს და მის დიპლომატიურ დარეგულირებას უშლის ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0