https://sputnik-georgia.com/20261127/terjolasi-svilma-mama-mokla-301955572.html
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
Sputnik საქართველო
კაცმა ჯერ სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამა დანით დაჭრა და მიიმალა 27.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-27T23:51+0400
2026-11-27T23:51+0400
2026-11-28T01:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
იმერეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23640/94/236409427_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_9321f9d2cb92eb17ff8f1d8f24d811fd.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23640/94/236409427_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_0ad76cdd93418f7325f03653a618dfe2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, იმერეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, იმერეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
23:51 27.11.2026 (განახლებულია: 01:01 28.11.2026) კაცმა ჯერ სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამა დანით დაჭრა და მიიმალა
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.