https://sputnik-georgia.com/20261127/stefanwmindis-semovliti-gzis-msenebloba-mtavrobam-tenderi-ukve-gamoacxada-301954908.html
სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა: მთავრობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა
სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა: მთავრობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა
Sputnik საქართველო
არსებული გზა გადის დასახლებულ პუნქტებში, რაც იწვევს მუდმივ ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, არ არის დაცული ფეხით მოსიარულეთა... 27.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-27T23:11+0400
2026-11-27T23:11+0400
2026-11-28T00:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23444/17/234441773_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_ed770df34b92e0e6de0ad6000371d3d0.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქალაქ სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ხდება ცნობილი.4,1 კმ სიგრძის გზა ჩრდილოეთით დაუკავშირდება სტეფანწმინდა-ლარსის ახალ 4,5-კილომეტრიან მაგისტრალს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვართან დასრულდება.ახალი გზის სავარაუდო ღირებულება 143,8 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი სამი ხიდის მშენებლობასაც მოიცავს.სამინისტრო გზის მშენებლობის საჭიროებას იმით ხსნის, რომ ამჟამად საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობა სტეფანწმინდას პირდაპირ კვეთს და აუცილებელია, ტრანზიტულმა ნაკადმა დასახლებულ პუნქტს გვერდი აუაროს.პროექტში ასევე გათვალისწინებულია სოფელ გერგეტთან მისასვლელი გზის კვეთაზე წრიული მოძრაობის მოწყობა."პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობის, მათ შორის, 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 15%-ისა,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი ამჟამად მოქმედი გამშვები პუნქტი საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.ამჟამად მიმდინარეობს გუდაურიდან ზემო ლარსამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის სრული მოდერნიზაცია. ყველაზე დიდი ყურადღება ქვეშეთი-კობის პროექტს ეთმობა, რომელიც მოიცავს 23 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეკონსტრუქციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი უკვე დასრულებულია.ახალი ტრასა გახდება გზის ნაწილი, რომელიც თბილისიდან ყაზბეგის გავლით რუსეთის საზღვრამდე მიდის. ის რუსეთის მიმართულებით მგზავრობას უფრო უსაფრთხოს და საიმედოს გახდის და ხელს შეუწყობს ზამთრის პერიოდში საგზაო მოძრაობის შეზღუდვების შემსუბუქებას.უკვე დასრულებულია 9 კილომეტრიანი მთავარი გვირაბისა და იმავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა. მთავარ გვირაბში დამონტაჟებულია სავენტილაციო პანელები, დასრულებულია საევაკუაციო გვირაბის რკინაბეტონის საფარი. ამჟამად მიმდინარეობს ელექტრომექანიკური სისტემების მონტაჟი.გარდა ამისა, დასრულებულია 1.5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონის საფარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23444/17/234441773_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_fb0420e153dfb35aca6e3b67b4e5da86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს მთავრობა
სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა: მთავრობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა
23:11 27.11.2026 (განახლებულია: 00:41 28.11.2026) არსებული გზა გადის დასახლებულ პუნქტებში, რაც იწვევს მუდმივ ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, არ არის დაცული ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება და გზის არსებული პარამეტრები არ აკმაყოფილებს გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქალაქ სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ხდება ცნობილი.
4,1 კმ სიგრძის გზა ჩრდილოეთით დაუკავშირდება სტეფანწმინდა-ლარსის ახალ 4,5-კილომეტრიან მაგისტრალს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვართან დასრულდება.
ახალი გზის სავარაუდო ღირებულება 143,8 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი სამი ხიდის მშენებლობასაც მოიცავს.
სამინისტრო გზის მშენებლობის საჭიროებას იმით ხსნის, რომ ამჟამად საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობა სტეფანწმინდას პირდაპირ კვეთს და აუცილებელია, ტრანზიტულმა ნაკადმა დასახლებულ პუნქტს გვერდი აუაროს.
პროექტში ასევე გათვალისწინებულია სოფელ გერგეტთან მისასვლელი გზის კვეთაზე წრიული მოძრაობის მოწყობა.
"პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობის, მათ შორის, 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 15%-ისა,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი ამჟამად მოქმედი გამშვები პუნქტი საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ამჟამად მიმდინარეობს გუდაურიდან ზემო ლარსამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის სრული მოდერნიზაცია. ყველაზე დიდი ყურადღება ქვეშეთი-კობის პროექტს ეთმობა, რომელიც მოიცავს 23 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეკონსტრუქციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი უკვე დასრულებულია.
ახალი ტრასა გახდება გზის ნაწილი, რომელიც თბილისიდან ყაზბეგის გავლით რუსეთის საზღვრამდე მიდის. ის რუსეთის მიმართულებით მგზავრობას უფრო უსაფრთხოს და საიმედოს გახდის და ხელს შეუწყობს ზამთრის პერიოდში საგზაო მოძრაობის შეზღუდვების შემსუბუქებას.
უკვე დასრულებულია 9 კილომეტრიანი მთავარი გვირაბისა და იმავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა. მთავარ გვირაბში დამონტაჟებულია სავენტილაციო პანელები, დასრულებულია საევაკუაციო გვირაბის რკინაბეტონის საფარი. ამჟამად მიმდინარეობს ელექტრომექანიკური სისტემების მონტაჟი.
გარდა ამისა, დასრულებულია 1.5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონის საფარი.